სიახლეები

30
09
პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ. საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, […]

18
09
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა სია და მისაღები საბუთების ჩამონათვალი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ჟიული შარტავას #4. წარსადგენი დოკუმენტები: განცხადება დირექტორის სახელზე, (განცხადება იწერება კოლეჯში, წინასწარ გამზადებულ ფორმაში); აპლიკანტის ან/და მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, გადაწყვეტილება მეურევედ ცნობის, პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ) ზოგადი განათლების […]

14
09
არდადეგები

სსიპ კოლეჯი მოდუსში გამოცხადდა არდადეგები პროფესიული სტუდენტებისთვის და პროფესიული მასწავლებლებისთვის 2020 წლის 14 სექტემბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.

23
08
ვაკანსია მასწავლებელი

სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლებზე დაწვრილებითი ინფორმაცია

10
07
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა დაიწყო

კოლეჯი „მოდუსის“ კუსრდამთავრებულთა საყურადღებოდ! ! ! 2020 წლის 6 ივლის სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო “მოწყვლად დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა”, რომელიც  დევნილებს, რომელთაც აქვთ სოციალური ქულა 65001-დან – 100 000-მდე  ეხმარება 2 500 ლარიანი გრანტით თვითდასაქმებისთვის საჭირო სახელობო იარაღების შეძენაში. საბუთების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 27 ივლისის ჩათვლით. პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში […]

10
07
ვაკანსია

  შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აცხადებს ვაკანსიას მუშისა და ზეინკლის პოზიციაზე.   ზეინკალი   მოვალეობა/პასუხისმგებლობა: ცივი წყლის მრიცხველის მონტაჟი; გათხრითი სამუშაოების წარმოება; აღრიცხვის კვანძის მოწყობა; ჭის კვანძის მოწყობა; პოლიეთილენის მილსადენებისა და ფასონული ნაწილების შედუღება-მონტაჟი; სახანძრო ბოჭკოების და სხვა ფასონხული ნაწილების მონტაჟი;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო/პროფესიული(ტექნიკური) განათლება; სასურველია 6 თვის სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; სასურველია […]

10
07
ვაკანსია

კომპანია „Silk Sat „  აცხადებს ვაკანსიას  თანამგზავრული  ტელევიზიის ინსტალატორის   პოზიციაზე, საქართველოს მასშტაბით:   სამუშაოს  აღწერილობა: Silk Sat – ის თანამგზავრული ტელევიზიის დამონტაჟება ; აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმება; ტექნიკურ პრობლემების მოგვარება მომხმარებლებთან მისი  კომპეტენციის ფარგლებში ; რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:                                                                                                                                                                                  მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება; ასაკი 18 წლიდან . პიროვნული მახასიათებლები: მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა; გუნდში მუშაობის უნარი; […]

17
06
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

⭕️ სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ?? მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; […]

10
05
ვაკანსია მასწავლებელი – კომუნიკაცია ქართულ ენაზე

სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას “კომუნიკაცია ქართულ ენაზე”- მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებელის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლების დონე: ** ბაკალავრი; ** განათლების სფერო: ** ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; გამოცდილება: ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამები: ** Microsoft Office Word; ** Microsoft Office Excel; ** Microsoft Office PowerPoint; ** […]

10
05
ვაკანსია მასწავლებელი – მათემატიკური წიგნიერება

სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას მათემატიკური წიგნიერება- მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლების დონე: ** ბაკალავრი; ** განათლების სფერო: ** მათემატიკის მასწავლებელი; გამოცდილება: ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, მათემატიკის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამები: ** Microsoft Office Word; ** Microsoft Office Excel; ** Microsoft Office PowerPoint; ** Outlook; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ […]

10
05
ვაკანსია მასწავლებელი – მოქალაქეობა

სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას მოქალაქეობა-მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლების დონე: ბაკალავრი; ** განათლების სფერო: ისტორიისა და/ან სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; გამოცდილება: ** ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, “ისტორია” და/ან “სამოქალაქო განათლება” სწავლების 3 წლიანი გამოცდილება; ** (იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რამდენიმე საგნის სწავლების გამოცდილება, გთხოვთ მიუთითოთ განაცხადში); კომპიუტერული პროგრამები: ** Microsoft Office Word; […]

10
05
ვაკანსია მასწავლებელი – მეწარმეობა

სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას მეწარმეობა-მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლების დონე: ბაკალავრი; ** განათლების სფერო: გეოგრაფიის მასწავლებელი; გამოცდილება: ** ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, გეოგრაფიის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება, ** ან მეწარმეობის სწავლების 3 წლის გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამები: ** Microsoft Office Word; ** Microsoft Office Excel; ** Microsoft Office PowerPoint; ** Outlook; დაინტერესებულ […]

10
05
ვაკანსია მასწავლებელი – მეცნიერება

სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას მეცნიერება-მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლების დონე: ბაკალავრი; ** განათლების სფერო: ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგია და/ან გეოგრაფიის მასწავლებელი; გამოცდილება: ** ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგია და/ან გეოგრაფიის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება; ** (იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რამდენიმე საგნის სწავლების გამოცდილება, გთხოვთ მიუთითოთ განაცხადში); […]

18
03
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები

✅ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან. ▶️ სამინისტროს […]

02
03
საგაზაფხულო არდადეგები

კოლეჯი მოდუსი აცხადებს საგაზაფხულო არდადეგებს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.

03
02
ვაკანსია დამლაგებლის პოზიციაზე

სსიპ პროფესიული კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე. ფუნქციები: ** შენობის შიდა პერიმეტრის დასუფთავება; ** კოლეჯის გარე პერიმეტრის დასუფთავება; ** ახალი სასწავლო კორპუსის-საამქროს დასუფთავება; ** კოლეჯში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა; ** სველი წერტილების რეგულარული დასუფთავება და ყოველდღიურად დეზინფექციის ჩატარება; ** სართულებზე არსებული სველი წერტილების ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება; სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, […]

17
01
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, სტუმრად კოლეჯ „მოდუსში“

სსიპ კოლეჯ „მოდუსს“, აზიის განვითარების ბანკის ADB-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. კოლეჯის დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა, სტუმრებს კოლეჯის მუშაობის სტრუქტურა გააცნო და კოლეჯში მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ბოლოს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სასწავლო აუდიტორიები და საამქროები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ფაბლაბ „მოდუსის“ მუშაობის პრინციპს.

14
01
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, […]

31
12
საშობაო არდადეგები

კოლეჯი მოდუსი აცხადებს საშობაო არდადეგებს 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით

20
12
სამკერვალო წაროებასა და ინფორმაციის ტექნოლოგიაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს

სსიპ კოლეჯ „მოდუსში“, შემოდგომის სემესტრში, გამოცდების შედეგად ინფორმაციის ტექნოლიგიაზე და სამკერვალო წარმოებაზე წარმატებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.

20
12
 „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის” მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის 48 საათიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამა, კოლიჯი „მოდუსის“ ბაზაზე ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო რუსთავის მე-4, მე-15 და 26-ე საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით, კოლეჯმა „მოდუსმა“ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს უმასპინძლა. სტუმრებმა, კოლეჯის თეორიული და პრქატიკული სწავლისთვის განკუთვნილი აუდიტორიები […]

19
12
შეხვედრაზე „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტზე იმსჯელეს

სსიპ კოლეჯმა „ მოდუსმა“ 19 დეკემბერს სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც კოლეჯი „მოდუსის“ და 2 კერძო პროფესიული სასწავლებლების „არსის“ და „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა „ „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტზე იმსჯელეს. ????პროექტის მხარდამჭერია გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი და ის მსოფლიო ბანკის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან […]

27
11
პროფესიული განათლება უმოკლესი გზა დასაქმებისკენ (ბროშურა)

ბროშურის სანახავად დააწკაპეთ სურათზე ან ეწვიეთ ბმულს

08
11
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით 1 თვიანი კამპანია დაიწყო

7 ნოემბერს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით კოლეჯ „მოდუსს“ ვეტერანი რაგბისტები ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას რუსთავის სხვადასხვა სკოლის 70-მდე მოსწავლე ესწრებოდა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს საკუთარი წარმატების […]

06
11
პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება

✅ პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 48 850 000 ევროა. ► პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში. ► პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დაეხმარა ახალი პროფესიული სტანდარტებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური პროგრამების დანერგვაში. შეიქმნა 150-ზე მეტი ახალი პროგრამა […]

04
11
საინფორმაციო კამპანია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ რუსთავში, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა ისაუბრა საქართველო – ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, ინტეგრაციის მექანიზმებზე. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მონაწილეები გაეცნენ ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა […]

29
10
“განათლება დასაქმებისთვის” ევროკავშირის პროგრამის ახალი ეტაპი ოფიციალურად დაიწყო

29 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზა, გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში გამოფენით გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა კოლეჯებმა […]

25
10
მსოფლიო ბანკის პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციების ამაღლების საგრანტო პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი კოლეჯ “მოდუსში”

25 ოქტომბერს, კოლეჯ „მოდუსს“ მსოფლიო ბანკის პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციების ამაღლების საგრანტო პროექტის თანამშრომლები ნინო ქუთათელაძე და ჯეფ ქეროლი სტუმრობდნენ. მსოფლიო ბანკის საგრანტო პროექტის წარმომადგენლებს, კოლეჯის დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა უმასპინძლა.  სტუმრები გაეცნენ კოლეჯის მუშაობის სტრუქტურას და მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, ასევე დაინტერესდნენ თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან პროფესიული მასწავლებლებლები. შეხვედრის ბოლოს, დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, […]

24
10
საინფორამციო შეხვედრა პროფესიულ პროგრამებზე რეგისტირებულებთან

24 ოქტომბერს, კოლეჯ „მოდუსში“  სამკერვალო წარმოების და ინფორმაციის ტექნოლოგიების პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირებთან  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯის დირექტორმა კარლო კერვალიშვილმა, დირექტორის მოადგილემ ეკატერინე პატიეშვილმა და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორმა რუსუდან ქურასბედიანმა პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს, დეტალური იფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამების, სასწავლო პროცესის, კოლეჯის უპირატესობების და მომავალ წელს დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრის […]

23
10
საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ „მოდუსში“

? ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, კოლეჯ მოდუსში  12:00 სთ-ზე და 16:00 სთ-ზე პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში თითოეული აპლიკანტი მიიღებს ინფორმაციას გამოცდებთან დაკავშირებით და საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ აუდიტორიები, სადაც სასწავლო პროცესი ხორციელდება. შეხვედრის ბოლოს, გადმოგეცემათ საგამოცდო ბარათი. ? პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულებისთვის პრეტესტი შაბათს, 26 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობა ნებაყობილობითია. ? პროფესიული […]

19
10
მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებისთვის კოლეჯ “მოდუსში” 4 დღიანი ტრენინგი დაიწყო

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის, პროფესიულ მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის ფარგლებში, კოლეჯ “მოდუსის” პედაგოგებისთვის და თანამშრომლებისთვის 4 დღიანი სასწავლო სემინარი დაიწყო. 19 და 20 ოქტომბერს სემინარის პირველი ეტაპი გაიმართა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ინფორმაცია მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით. სემინარის მეორე ეტაპზე, ტრენინგის მონაწილეები მიღებული ცოდნის საფუძველზე პრეზენტაციებს მოამზადებენ და მასწავლებელა პროფესიული განვითარების  ეროვნული […]

19
10
პროფესიული განათლების ფორუმი

18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, RDFG-მ და სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გამართეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაეკავშირებინა, ხოლო დამსაქმებლებს ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დახმარებოდა. ღონისძიებაზე, 11 კოლეჯთან ერთად წარმოდგენილი იყო სსიპ კოლეჯი „მოდუსი“. პროფესიული განათლებით დაინტერესებულ […]

06
10
ტრენინგები სწავლების სტრატეგიებისა და შეფასების მიმართულებით

4-5 ოქტომბერს, კოლეჯ “მოდუსში” სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა დამატებითი ტრენინგები სწავლების სტრატეგიებისა და შეფასების მიმართულებით, იმ მასწავლებლებისათვის, რომელთაც გაიარეს სრული პედაგოგიური კურსი და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი. კოლეჯი “მოდუსის” ადმინისტრაცია პედაგოგებს ულოცავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და წარმატებებს უსურვებს მის გამოცდილ და კვალიფიციურ მასწავლებლებს კარიერულ […]

02
10
რეგისტრაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო ‼️ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: ✅ ინფორმაციის ტექნოლოგია ✅ სამკერვალო წარმოება რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კოლეჯ “მოდუსში” მისამართზე ქ. რუსთავი, ჟ.შარტავას #4; საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ასევე ონლაინ, ვებგვერდზე: https://vet.emis.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი

30
09
კონკურსი

26 სექტემბერს, კოლეჯ “მოდუსში” გაიმართა საინტერესო კონკურსი ! კოლეჯის “სამკერვალო წარმოების” სტუდენტებმა კომპანია შპს “მადაგონი 2”-თვის შექმენს უნიფორმების ესკიზები. შედეგად, ყველა მონაწილე გადავიდა კონკურსის მეორე ეტაპზე და თხუთმეტივე ესკიზის ავტორმა 100 ლარიანი ვაუჩერი მიიღო შექმინილი ესკიზების მიხედვით უნიფორმების შესაკერად. კონკურსის მეორე ეტაპის შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

18
09
შეხვედრა ,,მოდუსში”

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, დღეს ფინეთის ქალაქ ტამპერედან ორგანიზაცია ,,ბიზნეს ტამპერეს“ წარმომადგენელს, მეგი ნურმინენს შეხვდა. შეხვედრა რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ შედგა და მას თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო ისაკაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კონსულტანტი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, კოლეჯ ,,მოდუსის’’ დირექტორი, კარლო კერვალიშვილი და ,,რუსთავსერვის ცენტრის” დირექტორი, გიორგი გოროზია […]

14
09
რეაბილიტირებული კოლეჯი „მოდუსი”
13 სექტემბერს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული კოლეჯი „მოდუსი" საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა წეროძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პირველ ეტაპზე დასრულდა კოლეჯის ძირითადი სასწავლო კორპუსისა და სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მიმდინარე წელს კოლეჯში, ასევე დაიწყება [...]
13
09
ვაკანსია: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. ფუნქციები: ** კოლეჯის PR სტრატეგიის შემუშავება; ** სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება კოლეჯის იმიჯის ასამაღლებლად; ** ღია კარის დღეების, გამოფენების, პრეზენტაციების, კონკურსების, შეჯიბრების, დაჯილდოებების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა; ** ვებ-გვერდის და Facebook გვერდის მართვა/ადმინისტრირება სტრუქტურისა და შინაარსის განსაზღვრა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება; ** ვებ-გვერდის და სოციალური მედიის […]

11
09
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და კოლეჯ ,,მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც მუნიციპალიტეტიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შეთანხმებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ,,მოდუსის’’ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი და ,,მოდუსი’’ მხარს უჭერენ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას. […]

05
09
სერთიფიკატების გადაცემა

5 სექტემბერს, „მოდუსის“ პედაგოგებს გადაეცათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული „პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური პროგრამის სრული კურსის“ წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. აღნიშვნას იმსახურებს, რომ კოლეჯი „მოდუსი“ ერთ-ერთი იყო იმ სასწავლებლებს შორის, საიდანაც აღნიშნულ ტრენინგ-კურსში პროცენტულად ყველაზე მეტი პედაგოგი ჩაერთო. პროგრამაში მონაწილეობდა ადმინისტრაციის ორი წევრიც. კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მის გამოცდილ და კვალიფიციურ მასწავლებლებს კარიერულ […]

04
09
შეხვედრა კომპანია „ვეჯინის“ წარმომადგენლებთან

4 სექტემბერს, კოლეჯი „მოდუსის“ კონსულტანტ გამყიდველის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს კომპანია „ვეჯინის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტთა და კურდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას. კოლეჯი მომავალშიც გააგრძელდებს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზებას.

30
07
საზაფხულო არდადეგები

სსიპ კოლეჯი,,მოდუსი” აცხადებს არდადეგებს პროფესიული სტუდენტებისთვის 2019 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. გისურვებთ ბედნიერ დასვენებას

22
07
მეწარმეობის ინოვაციური კურსი დასრულდა

კოლეჯ მოდუსში მიმდინარე მეწარმეობის ინოვაციური კურსი დასრულდა მონაწილეების საინტერესო / ინოვაციური ბიზნეს გეგმების წარმოდგენით და კლიპის ჩაწერით. კოლეჯი ულოცავს მონაწილე სტუდენტებს ამ საინტერესო პროექტში მონაწილეობას, კურსის წარმატებით დასრულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სესიების ფარგლებში შექმნილი ინოვაციური იდეები “დღის სინათლეს იხილავენ” ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ა(ა)იპ “გარემო და განვითარება” საქართველოს განათლების, მეცნიერების, […]

15
07
პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის კურსები

სსიპ კოლეჯმა ,,მოდუსი” დაასრულა ქ. რუსთავის მაშტაბით 19 სკოლაში მიმდინარე პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის კურსები. საგაზაფხულო სემესტრში, პროგრამა 19 სკოლის 30 ჯგუფში განხორციელდა და მასში 450-მდე მოსწავლე იყო ჩართული.

07
07
ავტომექანიკოსის მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსი

კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს მიღებას ავტომექანიკოსის მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსზე კურსზე შეისწავლება მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის, ძრავის, მართვის სისტემების და მექანიზმების აგებულება; მუშაობის პრინციპები; უწესივრობები და მათი გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები; დაზიანებული დეტალების შეცვლა – შეკეთება. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (125სთ). განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ჟ.შარტავას #4. კურსზე დარეგისტრირების მიზნით გადადით ბმულზე: https://forms.gle/SLeuixLCVKGXhcfo8 რეგისტრაციის ბოლო ვადაა […]

30
06
ვიზიტი კოლეჯში

28 ივნისს, კოლეჯს “მოდუსს” მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფ. ნახიდურის, ალგეთის, ხიდისყურის, მოლაოღლის და ხულდარის მკვიდრი ახალგაზრდები ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ სასწავლო შესაძლებლობებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროფესიულ პროგრამებს. დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული ინოვაციური ლაბორატორია “ფაბლაბ მოდუსი”, სადაც კოლეჯის სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის კომპეტენციების დაუფლების და იდეების პროტოტიპირების შესაძლებლობა აქვთ. სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირად ხელი არ […]

19
06
N18 და N22 სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

19 ივნისს, “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში, კოლეჯ “მოდუსს” ქ. რუსთავის #18 და #22 სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

18
06
საინფორმაციო შეხვედრა

18 ივნისს, კოლეჯ “მოდუსში” შედგა საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიების მიზანი იყო, პროფესიული განათლების შესახებ სსსმ / შშმ პირებისთვისა და მათი მშობლებისთვის სასწავლო შესაძლებლობებისა და პროფესიული პროგრამების გაცნობა.

18
06
შეხვედრა “მადაგონი 2”-ის ხელმძღვანელთან

18 ივნისს, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში შპს “მადაგონი 2”-ის ხელმძღვანელი “სამკერვალო წარმოების” სტუდენტებსა და კუსრდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საკონკურსო ინიციატივა, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციას უხლოეს მომავალში გაგიზიარებთ.

15
06
ქართულ-გერმანული დღეები

?? ?? 15-16 ივნისს, თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართა. ღონისძიება წარმოაჩენს პროფესიული განათლების პოტენციალს დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობას დუალურ პროფესიულ განათლებაში. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა და გაეცნონ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მოისმინონ ისტორიები წარმატებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება იძლევა.

10
06
ტრენინგები გრძელდება

კოლეჯ “მოდუსში”, კალიფორნიის უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის UC Davis D-Lab და ევროპული სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს რეკომენდაციით შექმნილი ახალი მოდულით მიმდინარე ტრენინგები გრძელდება. მესამე სატრენინგო შეხვედრის თემა იყო “იდეების განვითარება”.

04
06
შეხვედრა სტუდენტთა კავშირთან

4 ივნისს, კოლეჯ “მოდუსში” სამუშაო შეხვედრა შედგა კოლეჯის ადმინისტრაციისა და სასწავლებლის სტუდენტური კავშირის წევრებს შორის. ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა სტუდენტების ინიციატივები და მოსაზრებები სასწავლო პროცესთან, სტუდენტურ აქტივობებთან, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ “მოდუსი” ერთადერთი კოლეჯია, სადაც სტუდენტური კავშირი შეიქმნა და აქტიურად ჩაერთო კოლეჯში მიმდინარე პროცესებში და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურების დაგეგმვაში.

02
06
„ახალგაზრდული ფორუმი 2019“

2 ივნისს, კოლეჯი “მოდუსი” მონაწილეობდა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით რუსთავის ისტორიული მუზეუმის ეზოში გამართულ „ახალგაზრდული ფორუმი 2019“-ში . კოლეჯი ფორუმზე თავისი სტენდით იყო წარმოდგენილი. სასწავლებლის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული პროგრამების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

29
05
ოლიმპიადა

29 მაისს, კოლეჯი “მოდუსის” სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის მაშტაბით გამართული რიგით მე-2 ინფორმაციული ტექნოლოგის სპეციალობის მხარდაჭერის ოლიმპიადაში.

29
05
აპლიკანტთა შესარჩევი კონკურსი

29 მაისს, კოლეჯ “მოდუსში” გაიმართა მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ელექტრო მოწყობილობებისა და დანადგარების ელექტრიკოსი“ დარეგისტრირებულ აპლიკანტთა შესარჩევი კონკურსი.

28
05
გადამღები ჯგუფი სკოლებში

28 მაისს, “პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში კოლეჯ “მოდუსს”, ქ. რუსთავის #11 და #12 სკოლებს ევროპული განათლების ფონდიდან გადამღები ჯგუფი გვსტუმრობდა.  

25
05
ვიზიტი კოლეჯში

“სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში, კოლეჯ მოდუსს ქ. რუსთავის #22 სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ ტექნიკური ბაზა და ინოვაციური ლაბორატორია, მიიღეს ინფორმაცია სასწავლებელში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ.

22
05
შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენელთან

22 მაისს, კოლეჯი “მოდუსის” სტუდენტებს ევროკავშირის დაფინანსებულ აქტიურ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენელი შეხვდა. ღონისძიების მიზანი იყო, უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობებზე სტუდენტების ინფორმირება და ხაზგასმა იმისა, რომ უკანონო მიგრაცია, უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ყველა შემთხვევაში წარმოშობს სირთულეებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის დონეზე. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ტრეფიკინგი, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, […]

18
05
“მეწარმეობის ინოვაციური კურსი“

კოლეჯ “მოდუსში “მეწარმეობის ინოვაციური კურსი“ დაიწყო. კურსი მოიცავს 10 სატრენინგო დღეს და შეხვედრები განხორციელდება ყოველ შაბათს 9:00 სთ-ზე. კურსის დაწყებამდე, კოლეჯის სტუდენტებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა

15
05
მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო კოლეჯი “მოდუსი” პარტნიორი ორგანიზაცია შპს “რუსთავის ფოლადი”-თან თანამშრომლობით იწყებს „ელექტრო მოწყობილობებისა და დანადგარების ელექტრიკოსი“-ს მოკლევადიანი მომზადების კურსებზე სწავლის მსურველთა მიღებას პირველად, პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფო სერთიფიკატს პროგრამით გათვალისწინებულია თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა 30%-ის დასაქმება ? თუ ბრძანდებით სრულწლოვანი; ? მიღებული გაქვთ საბაზო განათლება (დამთავრებული გავთ 9 კლასი); […]

ka_GEGeorgian
ka_GEGeorgian en_USEnglish