კოლეჯის მისია

სსიპ კოლეჯი მოდუსი“-ს მისიაა დაძლიოს გამოწვევები, გახდეს ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების აქტიური მონაწილე და ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაიმკვიდრებს რეგიონში წამყვან პოზიციას პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობით და ხარისსიანი განათლების მიწოდებით. კოლეჯი წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ინოვაციური მეთოდების დანერგვა სწავლებაში, გამოყენებადი ცოდნა-უნარების მიწოდებ პროფესიული განათლების მსურველთათვის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური  კადრების მომზადება, როგორც გრძელვადიანი ისე  მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით. კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა, მასწავლებელთა და პერსონალის თანამშრომლობით შექმნილია პროფესიული სწავლებისათვის ერთიანი სივრცე,   რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

ka_GEGeorgian