News & Events
Hubs for Change: მეწარმეობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების გაძლიერება
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ Hubs4Change — 36-თვიანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) დაწესებულებების თანამედროვე სამეწარმეო ჰაბებად გარდაქმნას.
პროექტის მიზანია პროფესიული განათლების სისტემების გაძლიერება 🇺🇦 უკრაინაში, 🇬🇪 საქართველოში და 🇲🇩 მოლდოვაში, მეწარმეობის, ინოვაციებისა და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირების გზით. ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ტრენერების მენტორობისა და სამეწარმეო განათლების უნარების განვითარებას. სამეწარმეო ჰაბების შექმნის შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ითანამშრომლონ მენტორებთან და დაამყარონ კავშირები როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ისე ადგილობრივი ინოვაციური ეკოსისტემების მონაწილეებთან.
პროექტს ახორციელებენ პარტნიორი ორგანიზაციები 🇬🇷 საბერძნეთიდან, 🇱🇹 ლიტვიდან, 🇺🇦 უკრაინიდან, 🇬🇪 საქართველოდან და 🇲🇩 მოლდოვიდან. Hubs4Change ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციებზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას და განათლების სფეროსა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირის გაძლიერებას.
🚀 პროექტის მთავარი მიზნები
Hubs4Change პროექტის ფარგლებში კონსორციუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
Hubs4Change-ის ფარგლებში პარტნიორთა კონსორციუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
🔹 პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო ჰაბების განვითარებისათვის მდგრადი მოდელებისა და ციფრული ინსტრუმენტების შექმნა, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან განვითარებას;
🔹 მეწარმეობაზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და მენტორობის მასალების შემუშავება;
🔹 პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ტრენერების გაძლიერება მენტორობისა და სამეწარმეო განათლების კომპეტენციებით;
🔹 საპილოტე ტრენინგების, ჰაკათონებისა და ევროპულ დონეზე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work-Based Learning) საერთაშორისო შესაძლებლობების ორგანიზება;
🔹 განათლების მიმწოდებლებს, ბიზნესსექტორსა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
🛠️პროექტის ძირითადი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები
პროექტის ფარგლებში პარტნიორები განახორციელებენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს, მათ შორის:
- პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ტრენერებისთვის მეწარმეობაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების, მენტორობის რესურსებისა და შერეული სწავლების (Blended Learning) კურსების შემუშავებას;
- ფიზიკური სამეწარმეო ჰაბების შექმნასა და მრავალენოვანი ციფრული e-Hub პლატფორმის განვითარებას;
- საპილოტე ტრენინგების, მენტორინგის სესიებისა და ადგილობრივი ჰაკათონების ორგანიზებას;
- ევროპულ ქვეყნებში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work-Based Learning) საერთაშორისო შესაძლებლობების უზრუნველყოფას;
- დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდასა და ბიზნესსექტორთან და ინოვაციურ ეკოსისტემებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
პროექტის საქმიანობა და მიღწეული შედეგები ფართოდ გავრცელდება ციფრული საინფორმაციო კამპანიების, სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროგრამა Erasmus for Young Entrepreneurs-ის ქსელთან თანამშრომლობის მეშვეობით.📣
🤝 საერთაშორისო პარტნიორობა
Hubs4Change-ს ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორთა კონსორციუმი, რომელშიც შედიან:
- KAINOTOMIA (საბერძნეთი);
- CONNECTING DOTS (ლიტვა);
- CIVITTA (უკრაინა);
- Ivano-Frankivsk Vocational Education and Training Center No. 1 (უკრაინა);
- Construct2 (საქართველო);
- LEPL Vocational College Modusi (საქართველო);
- AREAP (მოლდოვა).
- IP ȘPnr.6 – Vocational School No. 6 (მოლდოვა).
პროექტში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ასოცირებული პარტნიორი ორგანიზაციები.
🔗 გამოგვყევით
🌐 ვებსაიტი: https://www.hubs4change.eu/
📸 Instagram: https://www.instagram.com/hubs4change
👍 Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61583703212572
💼 LinkedIn: https://www.linkedin.com/company/hubs-for-change
▶️ YouTube: https://www.youtube.com/@HubsforChange
გამოგვყევით მომავალი აქტივობების, შესაძლებლობებისა და პროექტის სიახლეების გასაცნობად 🚀