News & Events
Hubs4Change – ჰაბები ცვლილებისთვის: პროფესიული განათლება როგორც სამეწარმეო პლატფორმა აღმოსავლეთ სამეზობლოში
2026 წლის იანვრიდან, კოლეჯი „მოდუსი“, პარტნიორის სტატუსით ჩართულია Erasmus+ CB-VET პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ საერთაშორისო პროექტში Hubs4Change , რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში პროფესიული განათლების სისტემის სამეწარმეო და ინოვაციურ ჰაბებად ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
პროექტი აერთიანებს პარტნიორებს საქართველოდან, საბერძნეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან და ქმნის ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას პროფესიული განათლების განვითარებისათვის.
პროექტის მიზნები
Hubs4Change-ის მთავარი მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება და მათი გარდაქმნა სამეწარმეო ჰაბებად, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს კომპეტენციების განვითარებას.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
- პროფესიულ განათლებაში მეწარმეობის სწავლების გაძლიერება;
- მასწავლებლებისა და ტრენერების გადამზადება სამეწარმეო მენტორებად ;
- ახალგაზრდების, უმუშევარი ზრდასრულებისა და ქალების მხარდაჭერა ;
- პრაქტიკული სწავლების და work-based learning-ის განვითარება ;
- პროფესიული განათლებისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის გაძლიერება ;
ძირითადი აქტივობები
პროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:
- VET ტრენერების გადამზადება სამეწარმეო მენტორებად
- პროფესიულ კოლეჯებში სამეწარმეო ჰაბების შექმნა
- საპილოტე აქტივობების, მათ შორის ჰაკათონების და საერთაშორისო პრაქტიკული სწავლების განხორციელება,
- ინოვაციური სწავლების მეთოდების და ინსტრუმენტების განვითარება
- კომუნიკაციისა და განზოგადების ხელშემწყობი აქტივობები პარტნიორ ქვეყნებში
ამ აქტივობების შედეგად პროფესიული სასწავლებლები გადაიქცევიან სივრცეებად, სადაც სტუდენტები შეძლებენ რეალური იდეების განვითარებას და ბიზნეს პროექტების გამოცდას.
მოსალოდნელი შედეგები და გავლენა
პროექტი მიზნად ისახავს გრძელვადიანი გავლენის შექმნას როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე:
- პროფესიული სტუდენტების სამეწარმეო უნარების გაძლიერება
- ინოვაციური სწავლების კულტურის განვითარება VET სისტემაში
- კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება
- დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ზრდა
- რეგიონში ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა
კოლეჯი „მოდუსისთვის“ პროექტში მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით.