პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
ქ. მარნეული, იაღლუჯის დასახლება
| ხანგრძლივობა 12 თვე |
| კრედიტები 66 /ქართული ენის მოდულით 81/ |
| Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში |
| სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
ქ. მარნეული, იაღლუჯის დასახლება
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობის ელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
1. უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვა
2. აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები
3. უზრუნველყოს ელექტროობის სისტემის ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით
4. აღწეროს ელექტრული მანქანები
5. აღწეროს ელექტრული ტექნოლოგია
6. უზრუნველყოს მუდმივი და ცვლადი დენების ანგარიში და წრედებში დანაკარგები
7. გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში
8. განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
9. უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა
| ხანგრძლივობა 12 თვე |
| კრედიტები 66 /ქართული ენის მოდულით 81/ |
| Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში |
| სახელმწიფო დიპლომი |