პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
| ხანგრძლივობა 16 თვე |
| კრედიტები 85 /ქართული ენის მოდულით 115/ |
| Video: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია მებაღეობაში |
| სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვა, რომლებიც მებაღეობის სფეროსთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს.
სრული ზოგადი განათლება
მებაღეს შეუძლია დასაქმდეს მებაღედ დეკორატიული მცენარეების სანერგეში; ბოტანიკურ ბაღებში; ქალაქის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურში; სასათბურე მეურნეობაში; ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული/ინდივიდუალური მეწარმე.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1 დაახასიათოს დეკორატიული მცენარეები და აგრარული კულტურები;
2 დაამუშაოს ნიადაგი;
3 დარგოს მცენარეები ღია და დახურულ გრუნტში;
4 მოუაროს მცენარეებს ღია და დახურულ გრუნტში;
5 უზრუნველყოს მცენარეების გამრავლება;
6 უზრუნველყოს დეკორატიული ხეების, ბუჩქების, ხვიარა მცენარეების, ხეხილის, კენკროვანი ბუჩქების სხვლა-ფორმირება;
7 უზრუნველყოს მცენარეების მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა;
8 მოაწყოს ყვავილნარი, ალპინარიუმი, გაზონი, მარტივი სარწყავი სისტემა, ბილიკი, კიბე, მოედანი, მცირე არქიტექტურული ფორმები.
| ხანგრძლივობა 16 თვე |
| კრედიტები 85 /ქართული ენის მოდულით 115/ |
| Video: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია მებაღეობაში |
| სახელმწიფო დიპლომი |