პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზირი N4,
ქ. მარნეული, იაღლუჯის დასახლება
| ხანგრძლივობა 11 თვე |
| კრედიტები 55 /ქართული ენის მოდულით 70 |
| Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში |
| სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზირი N4,
ქ. მარნეული, იაღლუჯის დასახლება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
2. უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
3. იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
4. გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
5. დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
6. დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
7. უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
8. უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.
| ხანგრძლივობა 11 თვე |
| კრედიტები 55 /ქართული ენის მოდულით 70 |
| Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში |
| სახელმწიფო დიპლომი |