თამარ ყიფიანი

2007 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი. მაქვს სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის პედაგოგის კვალიფიკაცია.

პროფესიით მუშაობა დავიწყე  2007 წლიდან. ვმუშაობდი  საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრში. 2008 წლიდან პროფესიული განათლების სისტემაში ვარ. პროფესიულ კოლეჯ „მოდუს”-ში 2014 წლიდან ვასწავლი ტანსაცმლის მოდელირებას, მასალათმცოდნეობას და სამკერვალო მანქანებს.

ვცდილობ, ჩემი სტუდენტები გავათვითცნობიერო ხელოვნებისა და მოდის სფეროში.