2003 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ნიადგამცოდნეობის სპეციალიზებით. 2009 წლიდან, დღემდე ვმუშაობ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად.
Teachers
ქეთევან ჩანქსელიანი
1997 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი. 2006 წლიდან, დღემდე ვმუშაობ ბიოლოგის მასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის N 24 ქართული გიმნაზიაში.
ქეთევან კვინიკაძე
1990 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 2016 წლიდან დღემდე ვმუშაობ მატემატიკის მასწავლებლად სასწავლო ცენტრ „new way“-ში. 2019 წლიდან, დღემდე შეთავსებით ვმუშაობ სასწავლო ცენტრ „ერუდიტში“ მათემატიკის მასწავლებლად.
ირინა მღებრიშვილი
1995 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (სამრეწველო პროდუქციის საქონელმცოდნე-ექსპერტი). 1999 წლიდან, დღემდე ვმუშაობ სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქ.რუსთავის მე-9 საჯარო სკოლში გეოგრაფიის მასწავლებლად.
ზოია ნადირაშვილი
1987 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1991 წლიდან, დღემდე ვმუშაობ სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქ.რუსთავის მე-9 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.
მერაბ აფციაური
1976 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან, 2020 წლის მარტამდე ვმუშაობდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ექსპერტად ტექნოლოგიების მიმართულებით.
მზია ქორთიაშვილი
მაქვს 22 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 1998 წლიდან ვმუშაობ კოლეჯ „მოდუს”-ში , ნახაზების კითხვისა და შრომის უსაფრთხოების პედაგოგად.
ნინო ზედგინიძე
2013 წელს დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ხოლო 2016წელს დავამთავრე მაგისტრატურა კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტში – საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი. მაქვს გაყიდვების მიმართულებით 9წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ შ.პ.ს ომეგაში (მაღაზია მეგატექნიკა) რუსთავის ფილიალის მენეჯერად, ხოლო კოლეჯ მოდუსში ვასწავლი 2019წლიდან. ჩემი მიზანია სტუდენტებს გავაცნო და გავუზიარო გაყიდვების სფეროში არსებული სიახლეები და მაქსიმალურად დავეხმარო პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.