პროფესიული განათლება
პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით კოლეჯი „მოდუსი” 2025 წელს ორ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს – „ავტო ამფითეატრს” და პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალს 2025, რომელიც ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებს მოიცავს. ეს უკანასკნელი ხორციელდება სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის” სახელობის კოლეჯთან კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით.ინიციატივები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. პროექტები ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპებს […]
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში კოლეჯმა „მოდუსმა“ აქტიური მონაწილეობა მიიღო. დაწესებულების წარმომადგენელი, სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი ქეთევან გურგენიშვილი, 11 კოლეგასთან ერთად, გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის სახელობის ინსტიტუტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მონაწილეებმა დეტალურად გაეცნენ გერმანულ დუალურ პროფესიულ განათლებას, მოინახულეს ადგილობრივი […]
კოლეჯმა „მოდუსმა“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დაიწყო სამკერვალო წარმოების და ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელება. პროგრამაში, ჩართულნი არიან მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც 2 თვის განმავლობაშიდა საკუთარ ძალებს მოსინჯავენ ახალი პროფესიის დასაუფლებლად. სასწავლო პერიოდის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდება პროფორიენტაციული ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიების და პროფესიული განათლების […]
⭕️ სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში აცხადებს რეგისტრაციას სახელმწიფოს მიერ 100% დაფინსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რუსთავი მარნეული ? რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: vet.emis.ge ? ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი: https://bit.ly/3y46wxm ‼️ რეგისტრაციის პროცესი 22 მაისს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება! ?♂️?♀️ იმ შემთხვევაში თუ ონლაინ რეგისტრაციის დროს გაგიჩნდათ კითხვები, ან შესაძლოა ვერ მოახერხეთ დარეგისტრირება, გთხოვთ […]
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და კოლეჯი „მოდუსი“ აღნიშნულ პროგრამას ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში განხორციელებს. კოლეჯის დირექტორი, ნინო ქავთარაძე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და ადგილზე გაეცნო სკოლების მზაობას და ტექნიკური აღჭურვილობას, რომელიც პროექტის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ გადაეცათ სკოლებს. პროექტში ჩართვა […]
სკოლის დირექტორები გაეცნენ კოლეჯის მიღწევებს, გამოწვევებს, პროფესიულკ განათლებაში დანერგილ და განსახორციელებელ სიახლეებს, პროფესიულ პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი რუსთავში ახორციელებს. დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. შეხევდრაზე, პროფესიულ სადიპლომო პროგრამების გაცნობის გარდა, საუბარი ინტეგრირებულ პროგრამასაც შეეხო, რამაც დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კოლეჯის წარმომადგენლები […]
საკოორდინაციო საბჭოზე კოლეჯის განვითარების და ახალი პროგრამების შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც კოლეჯის წინაშეა. საბჭოს წევრებისთვის კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის მენეჯერჯმა, გენო იმერლიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა, რომლის დახმარებითაც წევრები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობას რუსთავსა და მარნეულში, პროფესიულ პროგრამებს, სხვადასხვა სერვისებს, რომელთაც სწავლით დაინტერესებულ პირებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ. სამუშაო შეხევდრის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, […]
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: ადამიანის ანატომიის ძირითადი მონაცემები; მასაჟის ფიზიოლოგიური საფუძვლები, მასაჟის ზოგადი პრინციპები და ჰიგიენური საფუძვლები; კლასიკური მასაჟის ტექნიკა და მასაჟის ილეთების მეთოდიკა. ზოგადი სამკურნალო მასაჟი.პროგრამის ხანგრძლივობა: 10 კვირა (125სთ). განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ჟ.შარტავას #4; პროგრამის საფასური – 400 ლარი (ყოველთვიური გადასახადი 200 ლარი); კურსზე დარეგისტრირების მიზნით გადადით ბმულზე: https://forms.office.com/r/DkBK5TrYb5 რეგისტრაციის ბოლო ვადაა […]
პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობლებთან გაიმართა. მსმენელები პროფესიული განათლების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება. პროექტის მომდევნო ეტაპზე, მშობლებისთვის კოლეჯ „მოდუსში“ ექსკურსია მოეწყობა, სადაც […]
სასკოლო პროექტ „ოთკუთხედები თარგებშის“ ფარგლებში, კოლეჯში სტუმრად მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მე-8 კლასის მოსწავლეებმა კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ინოვაციური ლაბორატორიის მუშაობის პროცესს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში ახორციელებს.