სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს. მადლიერების ნიშნად, ჩვენმა მკერავებმა, ქალბატონ ჰადასს ხელნაკეთი ტრადიციული ქართული ყაბალახი უსახსოვრეს. პროექტი, რომელიც ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მხარდაჭერით ხორციელდება, 120 სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, უფასო სასწავლო კურსებზე წვდომას მისცემს. შეხვედრის ფარგლებში მოსულ სტუმრებს, ისრაელის ელჩმა და კოლეჯის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სიტყვით მიმართეს […]