განათლება
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის სამი ახალგაზრდა არ შეჩერდა მიღწეულზე და სწავლა ბაკალავრის საფეხურზე გააგრძელა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ პროფესიული განათლება არა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის დაუფლების, არამედ პიროვნული და აკადემიური ზრდის შესანიშნავი პლატფორმაცაა. ორი წლის განმავლობაში, სტუდენტებმა შეისწავლეს სამკერვალო საქმის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი – დაწყებული ქსოვილების თვისებების ცოდნით, დასრულებული თანამედროვე საკერავი მანქანების ოპერირებითა და […]
29 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზა, გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში გამოფენით გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა კოლეჯებმა […]