მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სტუმრად კოლეჯში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამაპნაიის ფარგლებში სსიპ კოლეჯ „მოდუსის” სტუდენტებს შეხვდა. ჩვენს სტუდენტებს დეტალურად გააცნეს სამსახურის ფუნქციები, მომხმარებელთა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მომსახურე კომპანიების ვალდებულებები. ასევე, მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია საჩივრისა და განცხადების წარდგენის პროცედურების, განხილვის ვადებისა და დარგის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, გაიმართა შეჯიბრი და გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს. მადლიერების ნიშნად, ჩვენმა მკერავებმა, ქალბატონ ჰადასს ხელნაკეთი ტრადიციული ქართული ყაბალახი უსახსოვრეს. პროექტი, რომელიც ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მხარდაჭერით ხორციელდება, 120 სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, უფასო სასწავლო კურსებზე წვდომას მისცემს. შეხვედრის ფარგლებში მოსულ სტუმრებს, ისრაელის ელჩმა და კოლეჯის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სიტყვით მიმართეს […]
ციფრული რესურსების შემუშავების მიზნით, 2024 წელს გამოცხადებული კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი კონკურსის სხვადასხვა დროს გამარჯვებული პროექტების ავტორთა მჭიდრო კომუნიკაციას და სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ავტორთა ჯგუფებს პრეზენტაცია წარუდგინეს, ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებში საკვანძო კომპეტენციების ინტეგრირებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა მიიღეს ექსპერტის რჩევები, H5P რესურსების შექმნის ინსტრუქციებთან და H5P რესურსების […]
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში კოლეჯმა „მოდუსმა“ აქტიური მონაწილეობა მიიღო. დაწესებულების წარმომადგენელი, სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი ქეთევან გურგენიშვილი, 11 კოლეგასთან ერთად, გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის სახელობის ინსტიტუტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მონაწილეებმა დეტალურად გაეცნენ გერმანულ დუალურ პროფესიულ განათლებას, მოინახულეს ადგილობრივი […]
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის სამი ახალგაზრდა არ შეჩერდა მიღწეულზე და სწავლა ბაკალავრის საფეხურზე გააგრძელა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ პროფესიული განათლება არა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის დაუფლების, არამედ პიროვნული და აკადემიური ზრდის შესანიშნავი პლატფორმაცაა. ორი წლის განმავლობაში, სტუდენტებმა შეისწავლეს სამკერვალო საქმის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი – დაწყებული ქსოვილების თვისებების ცოდნით, დასრულებული თანამედროვე საკერავი მანქანების ოპერირებითა და […]
კულინარიული ხელოვნების მოკლევადიანი პროგრამის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ცოდნისა და შემოქმედებითობის გაერთიანებით შესაძლებელია არა მხოლოდ გემრიელი კერძების მომზადება, არამედ წარმატებული ბიზნეს იდეის განხორციელებაც. პროგრამის რამდენიმე ნიჭიერმა მსმენელმა გადაწყვიტა თავიანთი უნარები და გამოცდილება გაეერთიანებინათ და შექმნეს კომპანია სახელწოდებით – პიკანტო • Picanto . ეს ახალგაზრდული საწარმო სპეციალიზდება მაღალი ხარისხის ფურშეტების მომზადებაზე. მათი შეთავაზება მოიცავს, როგორც […]
სსიპ კოლეჯი მოდუსი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს! კოლეჯში გამოცხადდა არდადეგები 2024 წლის 27 დეკემბრიდან 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით. სწავლა განახლდება 13 იანვარს
სსიპ კოლეჯი მოდუსში გამოცხადდა საზაფხულო არდადეგები პროფესიული სტუდენტებისთვის და პროფესიული მასწავლებლებისთვის 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი განახლდება 2024 წლის 02 სექტემბრიდან;