ვაკანსია N1
უსაფრთხოების ცვლის მორიგე – რუსთავი
სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების ცვლის მორიგე (რუსთავი).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** მორიგეობის განმავლობაში კოლეჯის უსაფრთხოების დაცვა (მათ შორის, ტერიტორიის პერიოდული შემოვლა, სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი, ვიზიტორთა აღრიცხვა);
** კოლეჯის ტერიტორიაზე მატერიალური რესურსის შეტანა-გატანის კონტროლი;
** გარე კარების ყველა საკეტის მთლიანობის უზრუნველყოფა;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კოლეჯის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის გამოძახების უზრუნველყოფა;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით
განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული “თანდართული ფაილი” (CV) და გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 მაისი.
სსიპ “კოლეჯი მოდუსი”
ტელეფონი: 577 95 90 36