ვაკანსია N1

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აღმზრდელი“ პროფესიული მასწავლებელი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :

  • პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
  • პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება,  პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე  საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და სამუშაო გამოცდილება

ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ- მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ- პედაგოგთა გადამზადება

ან/და

ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ- პედაგოგთა პროფესიული განვითარებისტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები

საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

სსიპ კოლეჯი მოდუსის წესდება;

კომპიუტერული პროგრამები

Microsoft Word;

Microsoft excel;

Microsoft Power Point;

Internet;

Outlook;

  • ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ და შეავსეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV)  ჩამონათვალში მონიშნეთ ის მოდულები, რომელთა სწავლის სურვილი და კომპეტენციაც გაქვთ და  გადმოაგზავნეთ  ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა  2024 წლის 19 მარტი;
  • სსიპ კოლეჯი მოდუსი მარნეული
  • ტელეფონი: 577 95 90 36
en_USEnglish