News & Events
მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
კოლეჯი “მოდუსი” პარტნიორი ორგანიზაცია შპს “რუსთავის ფოლადი”-თან თანამშრომლობით იწყებს „ელექტრო მოწყობილობებისა და დანადგარების ელექტრიკოსი“-ს მოკლევადიანი მომზადების კურსებზე სწავლის მსურველთა მიღებას
პირველად, პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფო სერთიფიკატს
პროგრამით გათვალისწინებულია თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა 30%-ის დასაქმება
? თუ ბრძანდებით სრულწლოვანი;
? მიღებული გაქვთ საბაზო განათლება (დამთავრებული გავთ 9 კლასი);
? გსურთ შეისწავლოთ ახალი სპეციალობა;
? გაქვთ დრო და მაღალი მოტივაცია კურსზე მოსახვედრად – მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა.
პროგრამა მოიცავს სულ 165 საკონტაქტო საათს, სასწავლო – კომპონენტის მინიმუმ 30% -ის (60სთ) განხორციელება მოხდება უშუალოდ პარტნიორი კომპანიის, შპს „რუსთავის ფოლადი“-ს ბაზაზე.
პროგრამის ხანგრძლივობა: 11 კვირა.
განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი.
კურსზე დარეგისტრირების მიზნით გადადით ვებ გვერდზე (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მობრძანდით კოლეჯში)
www.vet.emis.ge
პროგრამის მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის (გასაუბრების) საფუძველზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 მაისი