ისტორია

სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ ისტორია იწყება 1958 წლიდან. ამ პერიოდიდან ფუნქციონირებდა  სახელობო სასწავლებელი, რომელიც  მდებარეობდა ქალაქ რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე. 1975 წელს სასწავლებელს, იურიდიულ მისამართთან ერთად შეეცვალა სტატუსი და მოიაზრებოდა, როგორც მეტალურგიული ქარხნის საბაზო სასწავლებლი და უშვებდა იმ პროფესიის სპეციალისტებს, რომელსაც საჭიროებდა თავად მეტალურგიული ქარხანა.  1987 წელს ის გამოეყო მეტალურგიას და დაერქვა ქ.რუსთავის მე- 3 პროფესიული სასწავლებელი.

2005 წელს სასწავლებელს კვლავ შეეცვალა იურიდიული სტატუსი და გახდა ქ.რუსთავის პროფესიული „ლიცეუმი“, ხოლო  2007 წლიდან 2008 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც  „ქ.რუსთავის პროფესიული მომზადების ცენტრი“.  2006 – 2007 წლებში მოხდა პროფესიული მომზადების ცენტრის სრული რეაბილიტაცია  და მისი  თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვა.  ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალა განსახორციელებელი პროგრამებიც.

2008 წლიდან  სასწავლებლის სტატუსი განისაზღვრა, როგორც სსიპ პროფესიული კოლეჯი და დაერქვა სახელწოდება „მოდუსი“. მის ტერიტორიაზე განთავსებულია სამი ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო,  სასწავლო საამქრო.

2014 წელს კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია 15 პროფესიულ პროგრამაზე.

2015 წელს კოლეჯმა განახორციელა 4 მოდულური პროგრამის ავტორიზაცია, ხოლო 2016 წელს  დაემატა ორი მოდულური პროგრამა.

2019 წლის 6 მარტს, სსიპ პროფესიული კოლეჯი  „მოდუსს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა – სსიპ კოლეჯი “მოდუსი”.

 

თანამედროვე ეტაპზე,  „მოდუსი“ არის ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი, რომელიც  უზრუნველოფს ახალგაზრდების დასაქმებას საერთაშორისო შრომის  ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად. კოლეჯი „მოდუსი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯი  „მოდუსი“ უფლებამონაცვლეს.

ka_GEGeorgian
ka_GEGeorgian en_USEnglish