სსიპ კოლეჯი მოდუსი > სიახლეები > „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის” მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის” მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის 48 საათიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამა, კოლიჯი „მოდუსის“ ბაზაზე ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო რუსთავის მე-4, მე-15 და 26-ე საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით, კოლეჯმა „მოდუსმა“ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს უმასპინძლა. სტუმრებმა, კოლეჯის თეორიული და პრქატიკული სწავლისთვის განკუთვნილი აუდიტორიები და საამქოროები დაათვალიერეს. მოწვეულმა სტუმრებმა, მიიღეს დეტალური ინფორმაცია სასწავლო შესაძლებლობებთან და კოლეჯში მიმდინარე პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.