ვაკანსია N2
კოლეჯი „მოდუსი“-ს პარტნიორი ორგანიზაცია შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში მეამონაგის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სარემონტო სამუშაოების ჩატარება ქარხნის ძირითად აგრეგატებზე: კლინკერის ღუმელები, ნახშირის აირღუმელი, კლინკერის მაცივარი;
- ცეცხლგამძლე აგურის ამოგება სამუშაო ზონებში;
- დეფექტური ცეცხლგამძლე აგურის ჩამოყრა და გამოტანა სამუშაო ზონიდან;
- საწარმოო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;
- სამუშაო უბნის დასუფთავება სამუშაოს ნარჩენებისაგან;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებულ და მოქმედ შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
- სამშენებლო ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
- შესაკეთებელი სამუშოების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 568 99 25 50 ან მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – მეამონაგე
გისურვებთ წარმატებას!