ვაკანსია N2
სსიპ კოლეჯი მოდუსი მარნეულის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“ პროფესიული მოდულის – “მობილური, Linux და OS X ოპერაციული სისტემები” პროფესიული განათლების მასწავლებელი (მარნეული)
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :
- პროფესიული სტუდენტისებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის შემუშავებაში/განხორციელებაში ჩართულობა, შესაბამისი მოდულების გამარტივებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად. სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების (მათ შორის, შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდის) შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა, შეფასების ვალიდაცია/ვერიფიკაციის პროცესებში ჩართულობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით;
- პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებული უახლესი ტექნოლოგიების მიღწევების შესახებ;
- პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება კომპეტენციების დადასტურების/ვერ დადასტურების, შეფასების (მათ შორის, შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდის), გადაბარების და აპელაციის წესების შესახებ;
- პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია იცნობდეს დაწესებულების მარეგულირებელ დოკუმენტებს და ზრუნავდეს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე;
- პროფესიული სტუდენტების დასწრების აღრიცხვა;
- პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია დროულად აცნობოს სტუდენტს სასწავლო პროცესში მიმდინარე ყველა ცვლილების/სიახლეების შესახებ, დროულად უზრუნველყოს სტუდენტის მიერ სასწავლო დისციპლინის დარღვევის და/ან ნებისმიერი ტიპის გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
- სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში კომისიებში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ერთად, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის განსაზღვრა მახასიათებლებით.
- სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო სახარჯი მასალის/აღჭურვილობის დროული მოთხოვნა და გამოყენება სასწავლო პროცესში;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხხოვნა:
უმაღლესი და/ან ტექნიკური და/ან პროფესიული განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით და/ან სფეროს მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 08 ივნისი
სსიპ კოლეჯი მოდუსი (მარნეული)
ტელეფონი: 577 95 90 36