ახალი მემორანდუმი მარნეულში კოლეჯის მოდუსის გახნასთან დაკავშირებით
მარნეულში, კოლეჯი „მოდუსის“ გახსნასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას ითვალისწინებს, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებთან.
ამჯერად, მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „მოდუსსა“ და მარნეული მოლს შორის გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკული სწავლების მოდულებს მარნეული მოლში გაივლიან.
მემორანდუმს, კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა და მარნეული მოლის მენეჯერმა, ახად ბაქიროვმა მოაწერა ხელი.