პროგრამის აღწერილობა
პროფესიული მომზადების პროგრამა „დეკორატიული მებაღეობა“ – საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან, გაეცნონ დეკორატიულ ხეებს, ბუჩქებს, ბალახებს, ასევე ინტერიერიერის მცენარეებს. შეისწვლონ მათი აგროტექნიკა და ბიოლოგიური თავისებურებები.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „დეკორატიული მებაღეობა“ სწავლა შეუძლია დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს საბაზო განათლება. მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა შემუშავებულია პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის – მებაღეობა / Horticulture (08.7.1 ) პროფესიული დარგობრივი მოდულების: 1. დეკორატიული მცენარეები – (08.7.1.3), 2. დეკორატიული მცენარეების – სხვლა- ფორმირება – (08.7.1.10), 3. ბაღის მოვლა – (08.7.1.11) საფუძველზე.
სწავლება ხორციელდება 12 კვირის მანძილზე, კვირაში 15 აკადემიური საათის დატვირთვით. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რაც საჭიროა დეკორატიული მცენარეების იდენტიფიცირების, ბაღის მოვლისათვის და ინტერიერის მცენარეების წარმოებისთვის.
პროგრამის თეორიული კომპონენტის განხორციელდება დაწესებულების სასწავლო აუდიტორიაში, ხოლო პრაქტიკული სწავლება კოლეჯ მოდუსის პრაქტიკულ გარემოში სასწავლო სათბურებში, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის პრაქტიკის ობიექტზე.
პროფესიული მომზადების პროგრამით – „დეკორატიული მებაღეობა“ , გათვალისწინებულია, როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასე პრაქტიკული უნარების განვითარება. ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული.
ლექციები ინტერაქტიულ ფორმაში ჩატარდება; ფართოდ იქნება გამოყენებული პრეზენტაციები, ვიდეო ჩვენება; სასწავლო მასალების დემონსტრირება. ასევე მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენონ დახურული გრუნტი (სათბური) .
პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება, ტესტები, ზეპირი გაამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლის ბოლოს, რომლიც დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების დასაქმებას, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებში, ასევე ისინი შეძლებენ შექმნან და მართონ საკუთარი მეურნეობა და იყვნენ თვითდასაქმებულები.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.