პროგრამის სახე – გადამზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მეხუთე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 16 კვირა, 320 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4, ქ.მარნეული, იაღლუჯის დასახლება
პროგრამის მიზანია
მსმენელები გადაამზადოს დარგში არსებული სტანდარტების შესაბამისად. შეასწავლოს ბავშვის განვითარების თეორიების ძირითადი მახასიათებლები ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; გააცნოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნები და თამაშზე დაფუძნებული მიდგომები; მსმენელებმა შეძლონ სოციალურ-ემოციური და ფიზიკური გარემოს ორგანიზება; გაეცნონ სხვადასხვა ინოვაციურ პედაგოგიურ მიდგომას, მათ შორის Reggio Emilia-ს მეთოდოლოგიას, ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშესაწყობად; შეძლონ ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება, ბავშვზე დაკვირვება, მონაცემთა შეგროვება, შეფასება, შედეგების დოკუმენტირება და ანალიზი; ასევე სკოლამდელი საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და ეფექტიანად წარმართვა კურიკულუმის შემუშავების გზით.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.