სწავლის ხანგრძლივობა – 8 კვირა , 125 საათი
კურსის ღირებულება – 450 ლარი
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი, ჟ.შარტავას გამზ. N4
დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება
კურსის აღწერილობა – შედუღება წარმოადგენს ლითონებისა და სხვა მასალების დაუშლელ შეერთებას და არის ერთ-ერთ ძირითადი და შეუცვლელი ტექნოლოგიური პროცესი მძიმე მრეწველობაში. კურსის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის : შედუღებას, დადუღებას, რჩილვას, ჭრას, შეწებებას, დაფრქვევას. შედუღება ასევე გამოიყენება ტექნიკაში ფართოდ გამოყენებული არალითონური მასალების შეერთებაშიც.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: კვალიფიცირებული შემდუღებლების დასაქმების სფეროებია: მანქანათმშენებლობა, ბინათმშენებლობა, თვითმფრინავმშენებლობა, გემთმშენებლობა, მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა, აირ-ნავთობის საცავების ობიექტების მშენებლობა, საქართველოს რკინიგზა, სარემონტო საწარმოები, მრეწველობის სხვა დარგები.
კურსის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯი მოდუსის სერთიფიკატს;