პროგრამის სახე – მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მეოთხე
დაშვების წინაპირობა -სრული ზოგადი განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 12 კვირა, 180 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
„ტურისტული მეგზური (ქართულენოვანი)“ არის მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელიც შემუშავებულია კოლეჯ მოდუსში USAID-ის პროექტი ზრდას და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Action Against Hunger-თან თანამშრომლობით.
ამ პროგრამით სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელიც აკმაყოფილებს დაშვების წინაპირობას და აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები ტურისტული მეგზურის საქმიანობის მიმართულებით და განივითაროს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები. სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით.
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია კურსის დასრულების ბოლოს მსმენელმა იცოდეს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული განმარტებები, ტურისტული მეგზურის სამუშაო ფუნქციები, ქცევის წესები, ეთიკის ნორმები, საერთაშორისო დარგობრივი სტანდარტები. შეძლოს ტურისტული პროდუქტის კონცეფციის აღწერა. ფლობდეს ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით ტურისტული ინდუსტრიისთვის საინტერესო პროდუქტის/შემეცნებითი ექსკურსიის შექმნის სპეციფიკას, საამბობი ტექსტის შემუშავების წესებს. შეეძლოს ტურისტული დანიშნულების ადგილის დემონსტრირება და ჯგუფის პრაქტიკული გაძღოლა . განივითაროს პიროვნული , სიტუაციური და ინტერპერსონალური უნარები რათა გახდეს კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური კადრი შრომის ბაზარზე და დასაქმდეს ტურისტული მეგზურის პროფესიით სააგენტოში, სასტუმროში ან იყოს თვითდასაქმებული.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.