პროგრამის აღწერილობა
პროგრამის სახე – მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მესამე
დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 11 კვირა,167 საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, კერძოდ, სამკერვალო სახელოსნოების საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით. პროგრამის მსმენელი შეისწავლის ქალის ქვედაბოლოსა და მსუბუქი კაბის კონსტრუირება – მოდელირების სამუშაოებს, თარგის აგებას, მასალაზე გადაიტანას, გამოჭრას, დააგვირისტებას, საკერავ მანქნაზე შეკერვას და ნაკერების დამუშავებას.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში ან ნებისმიერ დიდ, საშუალო თუ მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოში ქალის ტანსაცმლის მკერავისა და კონსტრუქტორის საწყის პოზიციაზე.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.