პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
ხანგრძლივობა 18 თვე |
კრედიტები 82 /ქართული ენის მოდულით 97/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში |
სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება სატრანსპორტო სფეროში, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების შეკეთებაში, რომლებიც შესძლებენ ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების დაიგნოსტირებას და შეკეთებას.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებით საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ავტოსერვისის მექანიკოსად, ელექტრიკოსად, დიაგნოსტიკოსად.
ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 45.2; 45.20; 45.20.0
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7231.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემების, ტრანსმისიის და შიგა წვის ძრავების კლასიფიცირება
2. შეარჩიოს სათადარიგო ნაწილები
3. დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები
4. ჩაატაროს ზოგადი ელექტროტექნიკური და ელექტრონული გაზომვები
5. წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით
6. წარმართოს დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაცია.
სწავლის შედეგები მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით:
1. მოახდინოს დაკიდების, სჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის კლასიფიკაცია
2. წაიკითხოს და გაანალიზოს ბლოკ-სქემები და პრინციპული სქემები
3. მოახდინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გადაცემათა კოლოფების, წამყვანი ხიდების და მათი ამძრავების კლასიფიკაცია მუშაობის პრინციპის მიხედვით
4. მოახდინოს შიგაწვის ძრავების კლასიფიკაცია აგებულების, ცილინდრების განლაგების, საწვავის ტიპების და ჰაერის მიწოდების სისტემის მიხედვით.
სწავლის შედეგები კონცენტრაციისთვის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ :
1. წაიკითხოს ელექტრონული ნახაზები
2. გამოიყენოს სარჩილავი სადგური
3. განახორციელოს საჭის მექანიზმის ელექტრონული მართვის სისტემების სერვისი
4. განახორციელოს ძრავას ჰაერით და საწვავით კვების ელექტრონული სისტემების სერვისი
5. განახორციელოს ძრავას შეზეთვა-გაგრილების ელექტრონული სისტემების სერვისი
6. განახორციელოს უსაფრთხოებისა და გატაცების საწინააღმდეგო სისტემების სერვისი.
ხანგრძლივობა 18 თვე |
კრედიტები 82 /ქართული ენის მოდულით 97/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში |
სახელმწიფო დიპლომი |