პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
ხანგრძლივობა 12 თვე |
კრედიტები 58 /ქართული ენის მოდულით 73/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში |
სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება კედლის დაფარვის სამუშაოების მიმართულებით, კერძოდ, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
„კედლის დაფარვის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიცია შესაძლებელია იყოს თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი;
სწავლის შედეგები არჩევითი მიმართულებისთვის/კონცენტრაციისთვის – თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
ხანგრძლივობა 12 თვე |
კრედიტები 58 /ქართული ენის მოდულით 73/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში |
სახელმწიფო დიპლომი |