პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
ხანგრძლივობა 12 თვე |
კრედიტები 56 /ქართული ენის მოდულით 71/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთებაში |
სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთებაში,რომლებიც შესძლებენ ავტსატრანსპოტო საშუალების ძარის დაგრუნტვას და შეღებვას.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს მღებავად, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და აგრარული ტექნიკის ძარას შემკეთებელ – მღებავად.
ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 45.2; 45.20; 45.20.0
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7231.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
საერთო სწავლის შედეგები:
1. მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემების, ტრანსმისიის და შიგა წვის ძრავების კლასიფიცირება
2. შეარჩიოს სათადარიგო ნაწილები
3. დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები
4. ჩაატაროს ზოგადი ელექტროტექნიკური და ელექტრონული გაზომვები
5. წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით
6. წარმართოს დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაცია.
სწავლის შედეგები „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთების“ მიმართულებით
სწავლის შედეგები კონცენტრაციისთვის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მღებავის“:
1. მოაწყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო
2. შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების გარეგანი მდგომარეობა
3. მოახდინოს დაზიანების იდენტიფიცირება
4. განახორციელოს შეღებვის წინა მოსამზადებელი სამუშაოები
5. დაამუშაოს შესაღები დეტალი ზუმფარის ქაღალდით
6. დაამუშაოს შესაღები დეტალი ფითხით
7. დაგრუნტოს შესაღები დეტალი
8. შეღებოს
9. განახორციელობს შეღებვის შემდგომ პოლირება.
ხანგრძლივობა 12 თვე |
კრედიტები 56 /ქართული ენის მოდულით 71/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთებაში |
სახელმწიფო დიპლომი |