პროგრამის აღწერილობა
პროგრამის სახე – მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – IV
დაშვების წინაპირობა –სრული ზოგადი განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 20 კვირა, 310 საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4 ქ.მარნეული, იაღლუჯის დასახლება
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სამკერვალო წარმოებისათვის კვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც შეძლებს, ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის კონსტრუირებას და ტექნოლოგიურ დამუშავებას /კერვას .კერძოდ, ტანსაცმლის დეტალების საწყისი და ძირითადი კვანძების მეთოდების აღწერას და ტექნოლოგიურ დამუშავებას; ტანსაცმლის კონსტრუირების მეთოდების აღწერას;
ქალის ქვედა კაბის, კაბის და შარვლის და მამაკაცის პერანგის და შარვლის კონსტრუირება და მოდელირებას. ასევე ქალის ქვედა კაბის, კაბის და შარვლის მასალაში შესრულებას და მამაკაცის პერანგის და შარვლის მასალაში შესრულება;
პროგრამის მოკლე აღწერა:
• პროფესიული მომზადების პროგრამა „ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კონსტრუირება და კერვა „ შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, კერძოდ, სამკერვალო სახელოსნოების საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით. კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში ან ნებისმიერ დიდ, საშუალო თუ მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მკერავისა და კონსტრუქტორის საწყის პოზიციაზე. სადაც ის შეძლებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კონსტრუირება – მოდელირების სამუშაოების შესრულებას, ასევე თარგის აგებას, მასალაზე გადატანას, გამოჭრას, დაგვირისტებას და შეკერვას .
• პროგრამა შედგენილია ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (პროფესიული სტანდარტი) –„მოდის ტექნოლოგია და დიზაინი“ სამი პროფესიული მოდულის 14 შედეგის საფუძველზე და მოიცავს 6 შედეგს. სწავლება მიმდინარეობს 20 კვირა (კვირაში 15 სთ) საბოლოო პრაქტიკული შედეგის დადასტურებისთვის მსმენელი წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში შესრულებული დავალებების პორტფოლიოს და პრეზენტაციის სახით აღწერს მინიმუმ ერთ შესრულებულ პრაქტიკულ ნამუშევარს.
• პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს შეძენილი ცოდნა-უნარების დამადასტურებელ სერთიფიკატს.