News & Events
სსიპ კოლეჯი მოდუსი > Uncategorized > სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” აპლიკანტთა 2025 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” აპლიკანტთა 2025 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” 2025 წლის საშემოდგომო მიღების აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების წარმოდგენის ვადად მოდუსი მარნეულში განისაზღვროს 2025 წლის 03 ნოემბრიდან 07 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო მოდუსი რუსთავში 2025 წლის 05 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით;
დოკუმენტების წარმოდგენა უნდა მოხდეს სსიპ კოლეჯი მოდუსის ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე ქ. რუსთავი, შარტავას გამზ. N4 და კოლეჯი მოდუსი მარნეულის სასწავლო კორპუსში, მდებარე ქ. მარნეული, ყოფილი პნევმოტრანსის ტერიტორია
აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხაა
- განცხადება დირექტორის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ზოგადი საბაზო და/ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვისა და
საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დადასტურებული) და/ან განათლების დამადასტურებელი იმ
დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების
მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დადასტურებული), რომლის მიღებაც
შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე; - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო
აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში). - კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის
რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ. - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს განათლების
და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებით განსაზღვრული,
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული
დოკუმენტი პირის მიერ ზოგადი ან საშუალო ან იმ განათლების მიღების შესახებ, რომელიც
შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე; - არასრულწლოვანი, ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი აპლიკანტისათვის დამატებით
წარმოსადგენი საბუთები:
ა. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი,
ბ. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი);
გ. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული
დოკუმენტი (მინდობილობა).