რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, დღეს ფინეთის ქალაქ ტამპერედან ორგანიზაცია ,,ბიზნეს ტამპერეს“ წარმომადგენელს, მეგი ნურმინენს შეხვდა.
შეხვედრა რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ შედგა და მას თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო ისაკაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კონსულტანტი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, კოლეჯ ,,მოდუსის’’ დირექტორი, კარლო კერვალიშვილი და ,,რუსთავსერვის ცენტრის” დირექტორი, გიორგი გოროზია ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა, საგანმანათლებლო სფეროში სიახლეების დანერგვა და ამ კუთხით, ფინური საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილების გაზიარება იყო.
ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე“ გარკვეული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს რუსთავში. საუბარია კოლეჯის ან ტრენინგ-ცენტრის გახსნაზე, რომელიც პირველ ეტაპზე, ძირითადად, IT ტექნოლოგიების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული.
ფინური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა, დღეს, რუსთავის გარდა, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გამართეს.
ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე“ საკუთარი პროექტების განხორციელებას რუსთავსა და ქუთაისში აპირებს