25 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ სსიპ პროფესიულ კოლეჯ “მოდუსს” და მის თანამშრომელს, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერს – გენო იმერლიშვილს.
კოლეჯი “მოდუსის” ადმინისტრაცია მადლიერებას გამოხატავს ქვეპროგრამაში ჩართული ყველა თანამშრომლის მიმართ! აღნიშნული აღიარება და წარმატება თითოეული ჩართული პირის დამსახურებაა!