ვაკანსია N12
სსიპ კოლეჯი მოდუსის იურისტი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :
სასამართლო დავებზე კოლეჯის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
კოლეჯის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
კოლეჯის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კოლეჯში შემუშავებული რეგულაციების და წესების სამართლებრივი ექსპერტიზა;
კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
მოთხოვნის შემთხვევაში კოლეჯში დაცული საჯარო ინფორმაციის მოძიება და გასაცემა, ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლების დონე : ბაკალავრი
განათლების სფერო: სამართალმცოდნე
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი
(მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება)
საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები
|
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Word;
Microsoft excel; Microsoft Power Point; Internet; Outlook; |
- ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული “თანდართული ფაილი” (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 ივნისი.
- სსიპ კოლეჯი “მოდუსი”
ტელეფონი: 577 95 90 36