ვაკანსია N12

სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “თმის მომსახურება” პროფესიული მასწავლებელი.

მასწავლებლის ფუნქციები:

** პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
** პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.
** სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის მონაცემების განსაზღვრა და შეთანხმება სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერთან;

მასწავლებლის მოვალეობები:

** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებული უახლესი ტექნოლოგიების მიღწევების შესახებ;
** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია იცნობდეს დაწესებულების მარეგულირებელ დოკუმენტებს და ზრუნავდეს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე;
** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია დროულად აცნობოს სტუდენტს სასწავლო პროცესში მიმდინარე ყველა ცვლილების/ სიახლეების შესახებ, დროულად უზრუნველყოს სტუდენტის მიერ სასწავლო დისციპლინის დარღვევის და ან/ ნებისმიერი ტიპის გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;

კომპეტენციები (ცოდნა, უნარები, პიროვნული თვისებები)

პროფესიულმა მასწავლებელმა უნდა იცოდეს:

** გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი პრინციპები (კალენდარული გეგმის შემუშავება და საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა);
** საგაკვეთილო გარემოს მოწყობის ძირითადი პრინციპები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** მოდულური სწავლებისა და შეფასების პრინციპები;
** ინკლუზიური განათლების პრინციპები;

პროფესიულ მასწავლებელს უნდა შეეძლოს:

** სწავლებისა მეთოდოლოგიის სწორად შერჩევა პროფესიული სტუდენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების შემუშავება (მათ შორის სსსმ და შშმ პირებისავის);
** მოდულის სწავლის შედეგის დადასტურების მიზნით, სწორი მიდგომების გამოყენება შეფასების მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** პროფესიული მასწავლებლის თვისებები მოქმედებს კოლეჯის ღირებულებების შესაბამისად;
** პროფესიულმა მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს პროფესიული სტუდენტის ფიზიკური და ინტელექტუალურ შრომა და/ან პოტენციალი პირადი მიზნებისათვის;

საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები

** საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
** პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** სსიპ კოლეჯი მოდუსის წესდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება სფეროს მიმართულებით;

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Word;
** Microsoft excel;
** Microsoft Power Point;
** Internet;
** Outlook;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული თანდართული ფაილი – CV (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება) და გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 ოქტომბერი;

LEPL College Modus
ტელეფონი: 577 95 90 36

en_USEnglish