ვაკანსია N9
კოლეჯი მოდუსის პარტნიორი ორგანიზაცია, კომპანია „ჯი თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილის ტექნიკოსის პოზიციაზე:
შპს „ჯი-თი გრუპი“, საქართველოში რეგისტრირებული ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს : http://gtgroup.ge/
ძირითადი მოვალეობები:
- ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა;
- საწვავის, ჰაერის, ჰიდრავლიკის, გადაცემათა და გამანაწილებელი კოლოფის და ხიდების – ზეთების და ფილტრების შეცვლა;
- ანტიფრიზის შეცვლა
- სამუხრუჭე სისტემის შემოწმება, დ/ა, შეკეთება ან დეტალების შეცვლა;
- გადაცემათა კოლოფის მოხსნა/დაყენება;
- გადაბმულობის შემოწმება და შეცვლა;
- გამანაწილებელი კოლოფის მოხსნა/დაყენება;
- წინა და უკანა ხიდების მოხსნა/დაყენება;
- სავალი ნაწილის შემოწმება და დაშლა/აწყობა;
- საჭის სისტემის შემოწმება, დაშლა/აწყობა;
- საქარე და გვერდითა მინების შეცვლა;
- საქარე და გვერდითა მინების შეცვლა;
- ავტობუსის კარის მოხსნა/დაყენება;
- ავტობუსის კარის ჰაერის და მექანიკური სისტემის დაშლა/აწყობა, რეგულირება;
- ვულკანიზაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtgroup.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 591 910 864.
გისურვებთ წარმატებას!