ვაკანსია N7

ვაკანსიები კომპანია შპს ,,რეტკოში”

კოლეჯი მოდუსის პარტნიორი კომპანია შპს „რეტკო” აცხადებს მღებავის, მღებავის დამხმარეს და შემდუღებლის ვაკანსიებს:

1 ) შპს “რეტკო”, ელექტროტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, 12 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ელექტრო ტექნოლოგიურ დარგში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მღებავის  პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ტექნიკური განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • ტექნოლოგიური დოკუმენტაციის წაკითხვის და გამოყენების ცოდნა.
  • საღებავების და გამხსნელების თვისებების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მცირე დეტალების და კონსტრუქციების დაგრუნტვა, შეღებვა როგორც ფხვნილოვანი (ელექტრო სტატიკური), ასევე სველი საღებავის გამოყენებით (ნიტრო და ორ კომპონენტიანი)
  • შესაღებად საჭირო აპარატების (ELEQTRON 101,GRACO GX21)  მართვა და რეგულირება, ხარვეზების აღმოჩენის შემხვევაში მათი დროული აღმოფხვრა
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგებზე  და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ ზრდას;
  • ბონუსურ სისტემას;

ანაზღაურება: მინიმუმ 700 ლარიდან;

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)

დასვენება: შაბათი-კვირა;

2 ) მღებავის დამხმარის ვაკანსია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** საშუალო განათლება ან/და პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული;

** უცხო ენების ცოდნა: რუსული (სასურველი).

ძირითადი მოვალეობები:

** სამღებრო სამუშაოებისთვის წინაპირობის შექმნა;

** შესაღები დეტალების მომზადება;

** შეღებილი დეტალების დასაწყობება და დახარისხება შესაბამისად;

** სამღებროს უბნის უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;

** ხარისხზე ორიენტირების უნარი;

** განვითარებაზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: მინიმუმ 600 ლარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)

დასვენება: შაბათი-კვირა;

3) ელექტრო შემდუღებლის ვაკანსია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ლითონის კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა;
  • ხელით ნახშირბადიანი და დაბალეგირებული შედუღება (კემპი) 1მმ-დან 3 მმ-მდე;
  • ელექტრო რკალური შედუღება (ელექტროდით შედუღება) 1მმ-დან 3მმ-მდე;
  • შავი ლითონის დამუშავება (საჭიროებს საჭრელ მანქანასთაბ და ელექტრო ბურრთანნ მუსაობის გამოცდილებას);
  • შედუღების აპარატის ექსპლუატაციის ნორმების დაცვა;
  • ელექტრო შემდუღებლად  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული სავალდებულო, ინგლისური სასურველი.

ანაზაურება: მინიმუმ 800 ლარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)

დასვენება: შაბათი-კვირა;

ანაზრაურებები მიწერია დაახლოებით და გამოცდილების მიხედვით ბევრად მეტსაც სთავაზობს და თუ ვინმე გამოუცდელია, მაგრამ სურს შესწავლა ისინიც შეგვიძლია დავასაქმოთ, საბაზღო ღირებულების შესაბამისად.

დაინტერესებული პირები, გთხოვთ, შპს „რეტკო”-ს დაუკავშირდით ტელეფონზე:

Georgia, Rustavi, Zedgenidze str.№62

Mobile: 591 250 033

Mail: vacancy@retco.ge

Web-site: www.retco.ge

ka_GEGeorgian