ვაკანსია N5
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის-თმის მომსახურება- პროფესიული განათლების მასწავლებელი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :
- პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
- პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და სამუშაო გამოცდილება
სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები
|
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Word;Microsoft excel;
Microsoft Power Point; Internet; Outlook; |
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ და შეავსეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 მარტი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36