ვაკანსია N17

კომპანია “ჯი თი მოტორსი”, საავტომობილო ბრენდების – Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, იწყებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას საავტომობილო სერვისის ყველა მიმართულებით.

თუ გაინტერესებთ ავტო სფერო და ხართ მოტივირებული, რომ განავითაროთ თქვენი ტექნიკური უნარები, გეძლევათ შანსი, დასაქმდეთ ავტოსერვისის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, ძრავის და ელექტროობის შეკეთება.

რას გთავაზობთ:

  • ცნობილი ავტო-ბრენდების ოფიციალურ დილერთან მუშაობის პერსპექტივას;
  • ავტო-ბრენდების ოფიციალურ სატრენინგო პროგრამებში მონაწილეობას და ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატებს;
  • თანამედროვე ტიპის აპარატურებთან, დანადგარებთან და პროგრამებთან პრაქტიკული შეხებას;
  • სტაჟირების წარმატებული გავლის შემთხვევაში დასაქმებას ავტო სფეროში ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებადი პროფესიით;
  • კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ პრაქტიკულ მუშაობს;
  • Jaguar Land Rover-ის სტანდარტის მიხედვით უმაღლესი (მეოთხე) რანგის ხელოსნებისგან სამუშაო რეკომენდაციების მიღებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოსერვისში შემოსული ავტომობილის მომსახურება-შეკეთებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო განაკევითი: კვირაში 6 დღე (10:00სთ. – 18:00სთ. დასვენების დღე კვირა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით  მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი);

გისურვებთ წარმატებას!

ka_GEGeorgian