ვაკანსია N13
კოლეჯი მოდუსის პარტნიორი ორგანიზაცია, კომპანია „ჯი თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს – მექანიკოსის პოზიციაზე:
შპს „ჯი-თი გრუპი“, საქართველოში რეგისტრირებული ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო ან პროფესიული განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
- საავტომობილო სფეროში – ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობა:
- ძრავის შემოწმება, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემოწმება მოხსნა/დაშლა/აწყობა;
- გადაბმულობის შემოწმება და შეცვლა;
- გამანაწილებელი კოლოფის, წინა და უკანა ხიდების შემოწმება, მოხსნა – დაშლა და დაშლა-აწყობა;
- სხვადასხვა ტიპის ძალოვანი აგრეგატების შემოწმება;
- სასოფლო სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის სრული დაშლა/აწყობა. ძალოვანი აგრეგატების მოხსნა/დაშლა და დაშლა/აწყობა;
- სავალი ნაწილის შემოწმება;
- ჰიდრავლიკის სისტემის დაშლა/აწყობა და შემოწმება;
- სხვადასხვა სახის შესადუღებელი სამუშაოების შესრულება;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 910 864 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gtgroup.ge;
გისურვებთ წარმატებას !