ვაკანსია N10

კოლეჯი მოდუსის პარტნიორი ორგანიზაცია, კომპანია „ჯი თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  ზეთის შემცვლელი ტექნიკოსის პოზიციაზე:

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს სატვირთო, სამშენებლო, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol  და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ზეთის (გადაცემათა კოლოფის, ხიდის ზეთის) დამატება-შეცვლის მომსახურება;
  • ფილტრების (სალონის, საწვავის, ზეთის) შეცვლა,
  • მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში ანტიფრიზის შეცვლა-დამატება;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 საშუალო ან პროფესიული განათლება;

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtgroup.ge  ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 591 910 864.

გისურვებთ წარმატებას!

ka_GEGeorgian