მოდუსი
⭕️ სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ?? მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; ?? ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება; […]
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, […]
29 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზა, გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში გამოფენით გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა კოლეჯებმა […]