News & Events
სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” აპლიკანტთა 2026 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ – კოლეჯ „მოდუსში“ 2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 2 ივლისიდან 2026 წლის 8 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით სსიპ – კოლეჯ „მოდუსის“ ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. რუსთავი, ჟ. შარტავას ქ. №4) ან კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის სასწავლო კორპუსში (ქ. მარნეული, იალღუჯის დასახლება) სამუშაო დღეებში – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. სსიპ – კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადება.
2. აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. საბაზო ან/და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული ან სსიპ – კოლეჯ „მოდუსის“ (შემდგომში – კოლეჯი) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დედანთან შესაბამისობის შესახებ დადასტურებული) ან/და იმ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დედანთან შესაბამისობის შესახებ დადასტურებული), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში.
5. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აპლიკანტის შემთხვევაში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით განსაზღვრული წესით აღიარებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ზოგადი განათლების ან იმ განათლების მიღებას, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.
6. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში:
ა) აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი დოკუმენტი).
7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ დოკუმენტებში აპლიკანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი ან სხვა პერსონალური მონაცემი) არ ემთხვევა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. უცხო სახელმწიფოში მიღებული განათლების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებულ ქართულ თარგმანთან ერთად.
10. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს უდასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, იგი ვალდებულია, სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, კოლეჯს წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შინაარსს, რაც აუცილებელია კოლეჯის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დამატებით წარმოადგინოს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც აუცილებელია კოლეჯის მიერ შესაბამისი მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
12. თუ აპლიკანტის მიერ შესაბამისი განათლების საფეხურის დაძლევა რეგისტრაციის მომენტისთვის დადასტურებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტთან გააფორმოს ხელშეკრულება და ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა, მაგრამ არაუმეტეს სწავლის დაწყებიდან ერთი თვისა.