ვაკანსია N2

სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციისა და სტუდენტური აქტივობების მენეჯერის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კოლეჯის ვებ-გვერდზე სიახლეების განთავსება და facebook/tik-tok გვერდების მართვა/ადმინისტრირება, სტრუქტურის და შინაარსის განსაზღვრა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
** კონტენტის დაგეგმვა და შემუშავება-სტუდენტური ისტორიები, ვიდეორგოლები, ფოტოკოლაჟები და ა.შ.;
** ღონისძიებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, შერჩევა და საჭიროებისამებრ დამუშავება;
** კოლეჯის საინფორმაციო მედია პარტნიორებთან და ადგილობრივ მედიასთან კოორდინაცია.
** სტუდენტური ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
** სტუდენტების მოტივაციის და ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული პროექტების ორგანიზება;
** სტუდენტებთან და კოლეჯის პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კოორდინაცია ადმინისტრაციასთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან საერთო ღონისძიებების ორგანიზებისას;
** საჭიროებისამებრ, შეხვედრების, პრეზენტაციების ან ტრენინგების ორგანიზება;
** კოლეჯის ელ.ფოსტის კონტროლი (info@modusi.ge);
** რეგისტრაციების პერიოდში კოლეჯის ელექტრონულ ბაზაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე შეტყობინებების გაგზავნა, რეგისტრაციების დაწყებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ;

მოთხოვნები:

** განათლება: საზოგადოებასთან ურთიერთობის, მასობრივი კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული “თანდართული ფაილი” (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 სექტემბერი.

სსიპ კოლეჯი მოდუსი (რუსთავი)
ტელეფონი: 577 95 90 36

en_USEnglish