2013 წელს დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ხოლო 2016წელს დავამთავრე მაგისტრატურა კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტში – საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი. მაქვს გაყიდვების მიმართულებით 9წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ შ.პ.ს ომეგაში (მაღაზია მეგატექნიკა) რუსთავის ფილიალის მენეჯერად, ხოლო კოლეჯ მოდუსში ვასწავლი 2019წლიდან.
ჩემი მიზანია სტუდენტებს გავაცნო და გავუზიარო გაყიდვების სფეროში არსებული სიახლეები და მაქსიმალურად დავეხმარო პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.