Nino Kavtaradze
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს. მადლიერების ნიშნად, ჩვენმა მკერავებმა, ქალბატონ ჰადასს ხელნაკეთი ტრადიციული ქართული ყაბალახი უსახსოვრეს. პროექტი, რომელიც ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მხარდაჭერით ხორციელდება, 120 სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, უფასო სასწავლო კურსებზე წვდომას მისცემს. შეხვედრის ფარგლებში მოსულ სტუმრებს, ისრაელის ელჩმა და კოლეჯის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სიტყვით მიმართეს […]
26 ნოემბერს, სამოდელო სააგენტო l-style-ისა და კოლეჯი „მოდუსის“ კოლაბორაციით გაიმართა პროექტი „Fashion day – მოდის დღე“. პროექტის მიზანი, ატელიე სახლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. 2022 წლის ჩვენებაზე, 6 ატელიე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მოსულ სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ჩვენება, კოლეჯის სტუდენტებმა სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სპეც. ტანსაცმლით შემოსილებმა გახსნეს. Fashion day-ზე ასევე წარმოდგენილი იყო, „მოდუსის“ სტუდენტების მიერ შექმნილი […]
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და კოლეჯი „მოდუსი“ აღნიშნულ პროგრამას ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში განხორციელებს. კოლეჯის დირექტორი, ნინო ქავთარაძე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და ადგილზე გაეცნო სკოლების მზაობას და ტექნიკური აღჭურვილობას, რომელიც პროექტის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ გადაეცათ სკოლებს. პროექტში ჩართვა […]
ათასწლეულის ფონდმა 2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა. 2022 წლის კონკურსში გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიში გამოვლინდებიან და ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. დამსწრე სტუმრებს კოლეჯის პროფესიულმა მასწავლებელმა და პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2017 წლის გამარჯვებულმა ინეზი პარუნაშვილმა სიტყვით მიმართა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. ღონისძიებას […]
საკოორდინაციო საბჭოზე კოლეჯის განვითარების და ახალი პროგრამების შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც კოლეჯის წინაშეა. საბჭოს წევრებისთვის კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის მენეჯერჯმა, გენო იმერლიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა, რომლის დახმარებითაც წევრები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობას რუსთავსა და მარნეულში, პროფესიულ პროგრამებს, სხვადასხვა სერვისებს, რომელთაც სწავლით დაინტერესებულ პირებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ. სამუშაო შეხევდრის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, […]