პროგრამის სახე – გადამზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მეხუთე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 13 კვირა, 245 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
პროგრამის მიზანია
მსმენელს შეასწავლოს ინკლუზიური განათლების ღირებულებები და პრინციპები, უსაფრთხო გარემოს მოწყობა; უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების პროცესში; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიები; დამოუკიდებლობისა და ადაპტური ქცევის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება, თემისა და ოჯახის ჩართულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა; დაკვირვება, შეფასება და დოკუმენტაციის წარმოება.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.