პროგრამის განხორციელების ადგილი
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
Duration: 15 თვე |
Lectures: 80 /ქართული ენის მოდულით 95/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში |
სახელმწიფო დიპლომი |
ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4,
საგანმნათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვა, რომლებიც როგორც
ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს სასტუმრო, სარესტორნო მომსახურების, საკვები
პროდუქტების კულინარიის სპეციალისტებსა და კონდიტერს.
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
კულინარიის ხელოვნების საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროში,
რესტორანსა და სხვა კვებისა და შინა მეურნეობებში, ობიექტებში, სადაც გეგმავენ, ორგანიზებას უკეთებენ და ამზადებენ საკვებს
შემდეგ პოზიციებზე: სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი, მზარეულები, სამზარეულოში
დამხმარეები.
➢ ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 56; 56.1; 56.10.
➢ დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 5246; 5129; 941
კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის წარმოება – თვითდასაქმება.
კულინარიის ხელოვნების მიმართულებით კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. განახორციელოს საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავება
2. განახორციელოს ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება
3. მოამზადოს მარტივი კერძები
4. მოამზადოს ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები
5. მოამზადოს საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები
6. განსაზღვროს კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა
7. განახორციელოს პროდუქტისა და დამხმარე მასალების შეკვეთა და მიღება-განთავსება
8. აღრიცხოს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი.
Duration: 15 თვე |
Lectures: 80 /ქართული ენის მოდულით 95/ |
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში |
სახელმწიფო დიპლომი |