სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბის) მენეჯერის პოზიცია

სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბის) მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები (მოვალეობები):

** პროფესიული სტუდენტებისთვის ფაბლაბის მუშაობის ძირითადი პრინციპის და არსის გაცნობა;
** კოლეჯის სტუდენტებისგან ფაბლაბის სივრცეში არსებული გუნდების/კლუბების შექმნა;
** ლაბორატორიაში ვორქშოპების მოწყობა;
** სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტების სისრულეში მოყვანა, განხორციელება;
** სხვადასხვა პროდუქციის პროტოტიპების დამზადებაში პროფესიული სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტრეინინგებში/ღონისძიებებში/გამოფენებში კოლეჯის სტუდენტების ჩართვა;
** კოლეჯის სტუდენტებისგან სტარტაპების ფორმირება;
** საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ფაბლაბში ექსკურსიების მოწყობა;
** თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
** სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ფაბლაბების კოორდინატორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ცალკეული ფაბლაბების გამოცდილების გაზიარების მიზნით, რესპუბლიკის მაშტაბით შეხვედრების ან ვიდეო კონფერენციების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** განათლება: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** გამოცდილება: საგანმანათლებლო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ენები: ინგლისური

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Office
** CorelDraw/Adobe Illustrator
** Autodesk Fusion 360/3D Studio Max
** 3D Printing Software Tools
** Photo-Editing Software
** სოციალური ქსელების ადმინისტრირება

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული “თანდართული ფაილი” (CV) და გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 27 ივლისი, 18:00 სთ;

ტელეფონი: 577 95 90 36

en_USEnglish