ხარ აბიტურიენტი? კოლეჯი „მოდუსი“ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას რეგისტრაციის პროცესში!
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას, 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროფესიული პროგრამები რუსთავსა და მარნეულში.
ისარგებლე შესაძლებლობით: საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიე პროფესიული განათლება, დაეუფლე სასურველ პროფესიას და ისწავლე სრულიად უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით.
რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გაქვთ როგორც ონლაინ (online.naec.ge), ასევე ადგილზე, ჩვენს ფილიალებში:
რუსთავი: ჟიული შარტავას №4;
მარნეული: იალღუჯის დასახლება.
გაითვალისწინეთ: აბიტურიენტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, რათა რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.